|
2026-10-22 21:15:32, 252 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია წერილს ავრცელებს. ელენე ხოშტარია აქებს ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებში გამოხატული ერთიანობისა და პროფესიონალიზმის გამო. ოპოზიციონერის თქმით, ოპოზიციური პარტიების ერთად ნახვა საკნებში მყოფებს დიდ ენერგიას აძლევს. „როგორც საკანში მყოფმა, როგორც პოლიტპატიმარმა, მინდა, მივმართო ოპოზიციას და ვუთხრა, რომ დიდ იმედსა და ენერგიას გვაძლევს მიმდინარე პროცესის ყურებისას მათი პროფესიონალიზმი, ეთიკურობა, მორალური უპირატესობა, ცოდნა, კომპეტენცია და, რაც მთავარია, სიმართლე! ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს. რთული პროცესია, წინ ბევრი ბარიერი გვექნება, მაგრამ ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“, - წერს ხოშტარია.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)