2019-03-22 17:30:41, 1748 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, 2 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6821 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6793 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაში თითქმის 2 თეთრით გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 3.0327 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0515 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0188 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,