|
2019-03-21 15:04:05, 1651 ნახვა
ეკონომიკა
ფოთში „საქაერონავიგაციის“ ახალი მეტეორადიოლოკატორი ამოქმედდა
„დღეიდან საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარი მეტეოგაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს. ეკონომიკის სამინისტრომ შპს „საქაერონავიგაციასთან" ერთად, ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორის დამონტაჟებით, დაასრულა ერთიანი საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელმაც სრულყოფილი გახადა საავიაციო მეტეოინფორმაციის მოპოვება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შპს "საქაერონავიგაციის" კუთვნილი მეტეორადიოლოკატორის გახსნის ცერემონიაზე. ფოთის მეტეორადიოლოკატორი დღეს ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში, გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე და სხვა ოფიციალური პირები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ" პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო - ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში ააშენა ახალი მეტეოოფისები, სადაც განათავსა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემა და აღჭურვა ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატისა და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის. 2016 წლის ბოლოს კი თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე", ახალი მეტეორადიოლოკატორი დამონტაჟდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ" ფოთში და ქვიშიანას მთაზე განთავსებული მეტეორადიოლოკატორები ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანისგან EEC (Enterprise Electronics Corporation) შეიძინა. ფოთში დამონტაჟებული X-დიაპაზონის მაგნეტრონის მეტეოროლოგიური სარადარო სისტემის საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს. „საუკეთესო ამერიკული სისტემის დანერგვის შემდეგ, საქართველოში დღეს უკვე ფუნქციონირებს, მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა. ახალი სისტემა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მუდმივ რეჟიმში მოვახდინოთ საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და დროული სიგნალის გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის. ეს კიდევ უფრო მეტად მოქნილს და ეფექტიანს გახდის საჰაერო მოძრაობის მართვას საქართველოს საჰაერო სივრცეში",- აცხადებს შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი. ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებზე, იძლევა მეტეოროლოგიური ელემენტებისა და პარამეტრების უამრავი მახასიათებლის დეტალური იდენტიფიცირების საშუალებას. ამ სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას. წინასწარი მეტეოგაფრთხილების პროექტი სრულად აკმაყოფილებს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებს. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქაერონავიგაციის მიერ მოპოვებული უაღრესად ღირებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელსაც იყენებს WMO (მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაცია), აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ სოფლის მეურნეობის, თავდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროებმაც.
(NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)