22:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 21:32:29, 1729 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე - მომავალ 5 წელში გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ იაპონიაში ექსპორტი ათჯერ გავზარდოთ

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იაპონიაში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან აქტიური ნაბიჯებით მიმდინარეობს.

„იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარი ჩვენი ღვინისთვის. ძალიან საინტერესო გამოფენა გავხსენით, სადაც გამოყენებულია უნიკალური ტექნოლოგიები, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ორგანიზატორს მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ტექნოლოგიურ ლიდერ კომპანია Sony-ს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიღოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იაპონიიდან, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ მოთამაშესთან. ამასთან ერთად, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან, NEXI-სთან, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იაპონია ითვლება ასევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად სკოლამდელ განათლებაში და საქართველოსთვის ამ მიმართულებით იაპონიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი დიდი ეროვნული იდეის პირველი საფეხური -სკოლამდელი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვინდა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენოთ ამ თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, იაპონური გამოცდილება როგორც სკოლამდელი ასაკის განათლებაში, ასევე პროფესიულ განათლებაში დაგვეხმარება, რომ ეს ისტორიული რეფორმა იყოს წარმატებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics