|
2019-03-20 15:14:39, 1623 ნახვა
ეკონომიკა
ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი, ტრაქტორების ამწყობი საწარმოს ამოქმედება იგეგმება
ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე განიხილება ლიფტების ერთობლივი წარმოების თემა, თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ, საბორნე მიმოსვლის განვითარების პერსპექტივა და ბელარუსიდან წამოსული ტვირთის ტრანზიტი საქართველოში, უკრაინის გავლით. საუბრისას ხაზი გაესვა ლოგისტიკის განვითარების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. მთავრობის მეთაურის დავალებით, ქართულმა მხარემ ბელარუს კოლეგებთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ორი თვის ვადაში უნდა შეაჯეროს ლოგისტიკური საკითხების მოწესრიგების გზები, რაც ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდასაც შეუწყობს ხელს. ბელარუსული მხარე ასევე დაინტერესებულია საქართველოში ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს შექმნით. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი პარტნიორის მოძიებაში მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაეხმარება. ვიცე-პრემიერმა რუსიმ, ამასთან ერთად, გამოთქვა მზადყოფნა, ბელარუსმა მონაწილეობა მიიღოს თბილისსა და ბათუმში ავტობუსების ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში, ასევე ქართულ ბაზარზე დაინტერესებულ მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი სპეციფიკაციის ლიფტები. შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ, რომ ბელარუსული მხარე იმუშავებს მინსკში სპეციალური ადგილის გამოყოფაზე, რომელიც „აგროჰაბის" კონცეფციის ქართული პროდუქტის მაღაზიას დაეთმობა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)