|
2019-03-19 10:37:45, 1554 ნახვა
ეკონომიკა
ედვარდ იაუ: საქართველოში ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას
„ჩვენ აქ ვართ, რომ ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ხელი შევუწყოთ ურთიერთობების გაღრმავებას“, - ამის შესახებ ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაუმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ჰონგ კონგის რამდენიმე ათეული კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო, რომლებმაც მინისტისგან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ლიბერალური საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტებისა და სხვა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჰონგ კონგის (ჩინეთი) კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანის განცხადებით, საქართველოსა და ჰონგ კონგს ბევრი რამ აქვთ საერთო. მისი თქმით, ორივე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებია თავისუფალი ვაჭრობითა და ღია ბაზრით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის შემდეგ, ორი ქვეყანა დიდ სარგებელს ნახავს. „კიდევ ერთი მსგავსება ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის ისაა, რომ ორივე ქვეყანა აქვს სტრატეგიული განლაგება. ჰონგ კონგი არის ჩინეთისა და აზიის კარიბჭე, ხოლო საქართველო, როგორც ვიცით, ევრაზიის კარიბჭეა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას," - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაუმ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის 2018 წლის ზაფხულში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ფარგლებში გაფორმდა
(NS)
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)