2019-03-15 17:07:31, 1710 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6861 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6864 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0407 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0372 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,