|
2019-03-11 20:06:25, 2143 ნახვა
ეკონომიკა
სმარტ ტელევიზორების ორი ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე
ტექნიკის ბაზარზე უამრავი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახლავთ წარმოდგენილი, რომელთა პროდუქციის შეძენა როგორც ინტერნეტ მაღაზიებში, ისე სტანდარტულ შოურუმებსა და ჰიპერმარკეტებშია შესაძლებელი. გამონაკლისი არც ტელევიზორებია და დღეისთვის მომხმარებელს 20-ზე მეტ მწარმოებელს შორის შეუძლია არჩევნის გაკეთება, თუმცა, როგორც ბოლოდროინდელი კვლევები გვიჩვენებს, უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა შედარებით დაბალფასიან, თუმცა თანამედროვე (სმარტ ან 4K) მოდელებზე, რაც აქამდე, როგორც წესი ერთგვარი შეუსაბამობა გახლდათ, ვინაიდან ამ ტიპის ტელევიზორების ფასი მწარმოებლების უმეტესობის ასორტიმენტში 1500-1600 ლარიდან იწყება და რიგ შემთხვევებში ათი ათას ლარს აღწევს. როგორც ჩანს, სწორედ ამ სეგმენტის მზარდი მოცულობა გახდა ქართულ ბაზარზე 2 ახალი ბრენდის, SkyTech-ისა და Termikel-ის გამოჩენის ძირითადი მოტივატორი, რომელთა პროდუქციაც უკვე საკმაოდ პოპულარულია როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში. ინტერნეტ მაღაზიებს შორის, თურქული სკაიტექის და ტერმიკელის ტელევიზორები ყველაზე სრულად ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ში გახლავთ წარმოდგენილი და მათ პოპულარობას ძირითადად დაბალი ფასი, საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლები და 3 წლიანი საგარანტიო სერვისი განაპირობებს. შედარებისთვის, ყველაზე მცირე დიაგონალის, ე.წ. სამზარეულოს ტელევიზორების (60 სმ) ფასი 389 ლარიდან იწყება, ხოლო ყველაზე მცირე ზომის (81 სმ-იანი დიაგონალი) ოღონდ ამჯერად უკვე სმარტ მოდელის ღირებულება 590 ლარია, რაც საოჯახო ტექნიკის ბაზარზე საუკეთესოა. ფასში სხვაობა, ძვირადღირებულ ბრენდებთან შორის განსაკუთრებით თვალშისაცემია კიდევ უფრო დიდი დიაგონალის მქონე მოდელების შემთხვევაში. მაგალითისთვის, 55 ინჩიანი (138 სმ) 4K Smart ტელევიზორი, რაც ამ ტიპის მოდელებისთვის დღეს არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ახალ ტექნოლოგიად მიიჩნევა მხოლოდ 1369 ლარი ღირს, მაშინ, როცა მისი ანალოგების შემთხვევაში ეს ფასი ხშირად 2500-3000 ლარს ცდება. თუ ამ ყველაფერს 3 წლიან ქარხნულ საგარანტიო სერვისსაც დავუმატებთ, ნათელი გახდება, რატომ ირჩევს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამ მწარმოებლებს, მით უფრო, რომ საბანკო რეგულაციების გამო გართულებული საგანვადებო პროცედურებისას, დაბალ ღირებულებიანი პროდუქტების განვადებით შეძენა ბევრად უფრო მარტივია, საშუალო შემოსავლების მქონე სტანდარტული მყიდველისთვის. ორივე ეს ბრენდი თურქეთში ძალიან ცნობილ მწარმოებლებს წარმოადგენენ. მათ შორის Termikel საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სამზარეულოს დანადგარების (გაზქურა, გამწოვი და ა.შ.) ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდად ითვლება და ქართველი მომხმარებლებისთვის მალე საკუთარი პროდუქციის სრული ასორტიმენტის შეთავაზებასაც გეგმავს. R
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)