|
2019-03-08 12:55:04, 1632 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: პირადად მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს
პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, რომ აღედგინათ თავისი უფლებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერი მინისტრის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი კაბინეტის ყველა წევრი მზად არის არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს. "ბიზნესზე ზეწოლას რაც შეეხება და ზოგადად იმ ბრალდებებს რასაც მე გიორგი გახარიას წინააღმდეგ ვისმენ - ორი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი მინდა გითხრათ: ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედია პლურალიზმი. ეს არის ის, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი, მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა ის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, რომ აღედგინათ თავისი უფლებები, ამას აკეთებდა 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს პირადად ჩემთვის მასტიმულირებელია იმ ფაქტის, რომ ვიფიქრო - როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე, ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა ახლა. გიორგიც და სხვა ნებისმიერი მთავრობის წევრიც გასცემს ნებისმიერ კითხვას პასუხს. როდესაც არსებობს კითხვები, მათ სჭირდება პასუხები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)