2019-03-07 17:01:10, 1901 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6878 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6810 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0396 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0298 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,