02:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 12:31:40, 1377 ნახვა

კომენტარი
ქობულია TBC-ს საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას დააჩქარებს

"მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც პრობლემის მოგვარებას დააჩქარებს",- ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში „თიბისი ბანკის" საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექნის საკითხს.

როგორ ქობულიამ განმარტა, საკითხის მოგვარება ქვეყნისთვის აუცილებელია. 

„მე მგონია, რომ რაც უფროს სწრაფად მოხდება ამ საკითხის დასრულება და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის, ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას", - აღნიშნა ქობულიამ. 

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მოსმენის დროს ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. მის მოთხოვნას მხარი "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა და შესაბამისი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics