02:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 21:26:55, 1463 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ერთი ფარატინა ფურცლის გამო კონკრეტული პირის დადანაშაულება არის აბსურდი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.

ოხანაშვილი წერილს „ფარატინა ფურცელს“ და აცხადებს, რომ ამის გამო, კონკრეტული პირის მიმართ ხელის გაშვერა სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

დეპუტატის შეფასებით, დოკუმენტი ვერ იძლევა საღი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, იმის შესახებ, რომ მასში კონკრეტული პირის მხრიდან შესაძლოა, შანტაჟის ან მუქარის შემცველი ინფორმაცია მომდინარეობდეს.

"ამის გამო კონკრეტული პირის მიმართ ხელის გაშვერა, დადანაშაულება არის აბსურდი და ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული. თუმცა პროცესები მიმდინარეობს და ყველამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ვისაც კი აქვს რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics