|
2019-03-06 13:26:41, 1622 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ყველა მოსამართლეს პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალება, პოლიტიკური განცხადებები მათგან მიუღებელია
"მინდა შევახსენო ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გაოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტმა მოსამართლეების შერჩევის საკითხზე კომენტარების გაკეტებისგან თავი უნდა შეიკავოს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის. "მთავარი მამოძრავებელი პრინციპი არის სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერება. ვიმედოვნებ, რომ ამ საზომით და მხოლოდ ამ საზომით იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოსამართლეების განწესებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებზე მუშაობს. მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება მიუღებელია, რამეთუ ეს იქნება ჩარევა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში. ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, - შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია მათგან პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება. ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე გადის. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ გამართული ყველა ჩემი შეხვედრის დროს ჩვენი პარტნიორები ხაზს უსვამენ სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და სასამართლო სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას. მე ამ პროცესს დიდი ყურადღებით ვაკვირდები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)