|
2019-03-06 12:59:32, 1600 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ხორავას ქუჩის ტრაგედია, ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია
"დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ", - ამის შესახებ საქარტველოს პრეზიდენტმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოხსენების დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყანაში ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, რაც შემდგომში, ზურაბიშვილის შეფასებით, მოსახლეობის აზროვნებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. "ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს - დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედია სივრცე სავსეა დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად შესაძლოა საზოგადოება ინფორმაციის მიღმა დარჩეს, რაც მას ანალიზის საშუალებას ართმევს და გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. სწორი ინფორმაციის გარეშე დემოკრატიული გარემო ვერ შენარჩუნდება. უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება და პირველ რიგში ახალგაზრდება ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ამ მოლოდინზე ერთადერთი პასუხი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)