|
2019-03-05 11:14:58, 1934 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ სტიპენდიანტების პროექტი გრძელდება
„თიბისის“ 200-მა სტიპენდიანტმა პირველი სტიპენდია უკვე მიიღო. ნიჭიერ ბავშვებს მარტიდან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ. "თიბისის სტიპენდიანტები" თიბისის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. წელს თიბისის ინიციატივით პროექტის ფარგლებში, 200 ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს. ბენეფიციარი ბავშვები სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირთან მუშაობის შედეგად შეირჩნენ, ისინი გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს, კერძოდ, ბავშვები შეირჩნენ ჭუბერიდან, გორიდან, წნორიდან, წეროვანიდან, თბილისიდან, ლექოკიდან, ბარისახოდან, უწერადან, არახვეთიდან, ქუთაისიდან, კარალეთიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ხონიდან, ამბროლაურიდან, სენაკიდან, პატარძეულიდან და სხვა. „საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი“, - განაცხადა თიბისის ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. სტიპენდიანტების პროექტი არ იქნება ერთჯერადი და თიბისი მსგავს პროექტს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.
(R)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)