23:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 13:01:01, 1313 ნახვა

კომენტარი
კოვზანაძე TBC ბანკზე: შეთქმულებების თეორიებს ვერ ავყვები

"შეთქმულებების თეორიებს ვერ ავყვები", - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავსირებით განაცხადა. 

როგორც კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატები ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ყველა საკითხზე ღია საუბრის საშუალებას მისცემენ.

"TBC ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა გააფორმეს ერთობლივი ხელშეკრულება. TBC ბანკის აქციონერებმა შეწყვიტეს სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან, TBC ბანკმა გადაიხადა ჯარიმა, ასევე მათ აქვთ ვალდებულება, რომ განავითარონ ჯანსაღი კორპორატიული მართვა. შეიყვანონ დამოუკიდებელი დირექტორები სამეთვალყურეო საბჭოში და სხვა ეს არის უმნიშვნელოვანესი. მათ გადადგეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები TBC ბანკის განვითარებისთვის და ამას აღიარებს ეროვნული ბანკიც. მე შეთქმულების თეორიას ვერ ავყვები. ვხედავ, იმ ერთობლივ წერილს რაც ჩემს წინ არის. ეს არის ერთობლივი წერილი, ეროვნული ბანკის და TBC ბანკის, რომ მათ უნდა განავითარონ მართვა, თიბისიმ უნდა გადაიხადოს ჯარიმა- ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი ფინანსური მდგრადობისა“-აცხადებს კოვზანაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics