|
2019-01-28 18:41:34, 1883 ნახვა
სამართალი
„ვადასტურებ, რომ ჩანაწერი არსებობს“ - დავით ჭიჭინაძე შსს-ში გამოკითხეს
საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოიკითხა. როგორც დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მთავარი მიზანია, კონკრეტული პირების გამოვლენა, რომლებიც პირადი ცხოვრების ჩანაწერებს ავრცელებენ. ამასთან, ჭიჭინაძე ჩააწერების არსებობას ადასტურებს. „ექსპერტი მე არ ვარ, მაგრამ ის, რომ ჩანაწერი არსებობს, მაგას ვადასტურებ და შესაბამისად, FACEBOOK-ზე ამოუვარდათ ჩემი ოჯახის წევრებს. მე მაგიტომ მოვედი, რომ მაქსიმალურად, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო. დამიკავშირდა პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი, იმასაც მივეცი საშუალება, რომ დაკავშირებოდა წყაროს, საიდანაც მე მივიღე ეს და მაქსიმალურად, მე მინდა, რომ უმოკლეს ვადაში იქნეს აღკვეთილი და წყარო იქნეს გადაკეტილი ამის გავრცელების. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვიღაც მაინც უნდა დაისაჯოს ამ საქმიანობის გულისთვის... მე დღეს ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ და ვერაფერს ვერ დავუკავშირებ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ როდესაც იძაბება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა, მაშინ იწყება ხოლმე კონკრეტულად და ის ადამიანები, ვინც იბრძვიან, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ადამიანების და სამართლიანობის გულისთვის, იმ ადამიანის წინააღმდეგ ქვეყნდება ხოლმე ეს“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)