|
2026-10-30 14:50:45, 332 ნახვა
საზოგადოება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა მკვეთრი შემცირება არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს. მათი თქმით, სხვადასხვა რეგიონში ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების სერიოზული პოტენციალი აქვს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 547 115 ადამიანს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვრის მონაცემებზე (710 226 ადამიანი) 23%-ით ნაკლებია. დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა, ზოგან დრამატულადაც კი:
პროცენტულად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა ასპინძის (-44.7%), ცაგერის (-40.5%), ყვარლის (-38.5%), ონისა და ბაღდათის (-37.9%), ჩოხატაურის (-37.6%), ყაზბეგის (-36.7%), გურჯაანისა და ვანის (-35.3%) მუნიციპალიტეტებში. შემწეობის მიმღებთა ყველაზე მკვეთრი რაოდენობრივი შემცირება დაფიქსირდა ზუგდიდის (-7 737 პირი), გორის (-6 485 პირი), ბოლნისის (-4 446 პირი), რუსთავისა (-4 267 პირი) და ბათუმის (-4 174 პირი) მუნიციპალიტეტებში. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საარსებო შემწეობის მიმღებთა გადამოწმების მასშტაბურ პროცესსა და, აღნიშნულის შედეგად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ეხმაურება. მიგვაჩნია, რომ პროცესი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს და სხვადასხვა რეგიონში ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების სერიოზული პოტენციალი აქვს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 547 115 ადამიანს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვრის მონაცემებზე (710 226 ადამიანი) 23%-ით ნაკლებია. დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა, ზოგან დრამატულადაც კი:
პროცენტულად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა ასპინძის (-44.7%), ცაგერის (-40.5%), ყვარლის (-38.5%), ონისა და ბაღდათის (-37.9%), ჩოხატაურის (-37.6%), ყაზბეგის (-36.7%), გურჯაანისა და ვანის (-35.3%) მუნიციპალიტეტებში. შემწეობის მიმღებთა ყველაზე მკვეთრი რაოდენობრივი შემცირება დაფიქსირდა ზუგდიდის (-7 737 პირი), გორის (-6 485 პირი), ბოლნისის (-4 446 პირი), რუსთავისა (-4 267 პირი) და ბათუმის (-4 174 პირი) მუნიციპალიტეტებში. ცხადია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება თავისთავად ვერ ჩაითვლება სიღარიბის დაძლევის ან სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლად. სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შეფასებისას გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი ტოვებს დახმარების სისტემას, არამედ ის, რამდენად გაუმჯობესდა მათი მატერიალური მდგომარეობა, შეინარჩუნეს თუ არა წვდომა საბაზისო საჭიროებებზე და არსებობს თუ არა მათი ხელახალი გაღარიბების რისკი. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ გამოაქვეყნოს მონაცემები სისტემიდან გასული ოჯახების შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ჩვენი შეფასებით, სულ რამდენიმე თვეში შემწეობის მიმღებთა ამგვარი დრამატული კლება ორ ძირითად პროცესთანაა დაკავშირებული:
რამდენიმე თვის წინ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პირველადი შეფასება მიუძღვნა როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმების, ისე საარსებო შემწეობის მიმღებთა მასობრივი გადამოწმების სავარაუდო ეფექტებს და ხაზი გაუსვა იმ რისკებს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღნიშნულ პროცესებთან იქნებოდა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ეს რისკები და პასუხგაუცემელი კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. კერძოდ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმების შედეგად, ათასობით ადამიანი გარანტირებული სოციალური შემწეობისა და ყოველთვიური დამატებითი შემოსავლის მიღმა დარჩა. მთავრობას ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, თუ როგორია ამ ინიციატივაში ჩართულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური პროფილი და რამდენად იგეგმება ამ ადამიანებისათვის ალტერნატივის შეთავაზება, რომელიც მათი უკიდურესი სიღარიბის პრევენციას უზრუნველყოფდა. ასევე უცნობია, თუ როდის აპირებს სახელმწიფო, შეიმუშაოს სოციალურად დაუცველთა ღია ბაზარზე დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც მან ჯერ კიდევ 2026 წლის ბიუჯეტის მიღებისას დააანონსა. შექმნილი ვითარება პოლიტიკის რეგრესულ ღონისძიებას წარმოადგენს და უგულებელყოფს სოციალური უფლებების პროგრესული რეალიზაციის პრინციპს, ისევე, როგორც, ადეკვატურობის, საკმარისობის, უწყვეტობისა და განჭვრეტადობის პრინციპებს. მეორე მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა გადამოწმების პროცესი არაერთ კითხვას აჩენს ამ პროცესის ჩატარების დროსთან, ინსტრუმენტებსა თუ ეფექტებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის,
მიმდინარე პროცესების დაკვირვების შედეგად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია რამდენიმე ტენდენციას აჩვენებდეს. ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური ხარჯების წილი 33%-ს აღემატება. მისი მითითებით, სოციალური ხარჯები დასაშვები ნორმისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა, ხოლო მისი გადალახვა ხელს შეუწყობს ინფლაციას და შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. ამ კუთხით, საარსებო შემწეობის პროგრამის ბენეფიციარების მკვეთრი შემცირება სოციალურ დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. აღნიშნული პროცესების კიდევ ერთ მიზეზს, სავარაუდოდ, სიღარიბისა და საარსებო შემწეობის სტატისტიკის შედარებითი თანხვედრის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ მუდმივად აპელირებს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებაზე, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დანახვის შესაძლებლობას იძლეოდა და მთავრობის სოციალური პოლიტიკის კრიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს ქმნიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ამგვარი დრამატული შემცირება მნიშვნელოვან კითხვებთანაა დაკავშირებული. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაში მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც სახელმწიფოსგან დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს საარსებო შემწეობა თუნდაც მეთოდოლოგიის ნაკლოვანების გამო მოუხსნეს, ეს სოციალური უფლებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება ნამდვილად იმ ოჯახების ამოღებამ განაპირობა, რომელთაც საკმარისი შემოსავალი ჰქონდათ და დახმარება არ/აღარ ესაჭიროებოდათ, შემოდის მილიონობით ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი განკარგვის საკითხები, რაც, თავის მხრივ, დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. სოციალური დაცვის ერთიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სისტემის არარსებობის პირობებში, საარსებო შემწეობა მოსახლეობის ფულადი მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მექანიზმს წარმოადგენს. სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით, მან ვერ შეძლო, არსებითად დახმარებოდა შინამეურნეობებს სიღარიბის დაძლევაში. სამწუხაროდ, ათიათასობით მოქალაქე წლების განმავლობაში რჩება სისტემაში და სახელმწიფოს ფულად გასაცემლებზეა დამოკიდებული. მიუხედავად ყველაფრისა, სოციალურად დაუცველის ქულა და სტატუსი ოჯახების გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. უმოკლეს ვადებში სისტემიდან ადამიანების მასობრივი ამორიცხვა აჩენს ბლანკეტური მიდგომების განცდასა და იწვევს შეცდომების დაშვების მაღალ ალბათობას. იმის გათვალისწინებით, რომ ქულები არა მხოლოდ საარსებო შემწეობის, არამედ სხვა არაერთი ბენეფიტის (მაგ., უფასო ტრანსპორტის, უფასო სასადილოს, ერთჯერადი ფულადი დახმარებების და სხვა) გაცემის წინაპირობაა, სისტემის მიღმა დარჩენას ოჯახებზე მკვეთრად უარყოფითი ეფექტი ექნება და მათ კიდევ უფრო მეტ სოციალურ მოწყვლადობას შეუწყობს ხელს. შედეგად, შესაძლებელია, რომ ფორმალურად სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მცირდებოდეს, თუმცა მოსახლეობაში რეალური სოციალური ფონი უფრო მეტად მძიმდებოდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დამატებითი განმარტებები გააკეთოს საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით. კერძოდ,
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)