|
2019-01-28 15:45:32, 1750 ნახვა
სამართალი
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება
ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაზე გამომძიებელი და პროკურორი, საქმეზე დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ადვოკატის მოსაზრებებს გაეცნობიან. „ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მისი ინტერესების დამცველს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები. საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)