14:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 16:06:08, 1645 ნახვა

სამართალი
აუდიტი: ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი 32 338 ლარიდან, 28 987 ლარი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის შვილს მოხმარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე ტრანსპორტირებისთვის 32 338 ლარი გაიცა.

ამავე ანგარიშის თანახმად, ხსენებული თანხიდან 28 987 ლარი პრეზიდენტის შვილზე გასცეს.

"თითოეული ტურნირის ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და 200-დან 900 ლარამდე მერყეობს. ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა",- ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სატრანსპორტო მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის. ამასთან, 2016-2017 წლებში მივლინებებზე ტრანსპორტირების სახით გაწეული 900 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics