14:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 14:46:24, 1469 ნახვა

სამართალი
ბადრი კოჭლამაზიშვილი - „ყოველთა საქმეთა ექსპერტები“ მელიორაციასა და მართლმსაჯულებაზე ერთნაირი „კომპეტენტურობით" საუბრობენ

 „ბოლო დღეებში ხშირად გაიგონებთ - დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გადადგეს თანამდებობიდან ესა თუ ის მოსამართლე, არ მიეცეს იუსტიციის საბჭოს კონკრეტული კანდიდატურების წარდგენის უფლება. რა მოთხოვნებია ეს? რა საერთო აქვს ასეთ მოთხოვნებს კონსტიტუციასა და დემოკრატიასთან?“ - ამის შესახებ მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, წლების განმავლობაში ისმენენ ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რაც მისი თქმით,  ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლება ჰგონიათ.

„ჩვენ გვესმის დაუსაბუთებელი და ზღვარგადასული კრიტიკა და თითქოს ამას ზოგი შეეჩვია კიდეც. ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება ჰგონია. მე შეგახსენებთ გამოხატვის თავისუფლების მათეულ განმარტებას - გამოხატვის თავისუფლება არის უცხოური წარმოშობის უფლება, რაც ქართულად „შეურაცხყოფას“ ნიშნავს. ეს გასაკვირი არ იქნებოდა, ამას რომ არ აკეთებდნენ ზოგიერთი ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები. არადა იმაზე დიდი უფლება რა არის, ვიდრე ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პატივისცემა. ამ უკანასკნელ დღეებში ჩვენ გავხდით უცნაური და უჩვეულო მოთხოვნების და მოწოდებების მსმენელები. ბოლო დღეებში ხშირად გაიგონებთ ასეთ მოთხოვნებს - დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გადადგეს თანამდებობიდან ესა თუ ის მოსამართლე, არ მიეცეს იუსტიციის საბჭოს კონკრეტული კანდიდატურების წარდგენის უფლება. რა მოთხოვნებია ეს? ვის აქვს ასეთი მოთხოვნების დაყენების უფლება? რა საერთო აქვს ასეთ მოთხოვნებს კონსტიტუციასა და დემოკრატიასთან? შემდეგ ამ საკითხზე სასაუბროდ იწვევენ ისეთ ექსპერტებს,რომელთა ნაწილს პირადად მე „ყოველთა საქმეთა ექსპერტებს“ ვუწოდებ, ვინაიდან მათ ერთნაირი „კომპეტენტურობით“ შეუძლიათ ისაუბრონ მელიორაციასა და მართლმსაჯულებაზე, ბირთვულ ფიზიკასა და კულტურაზე. ვუსმენ ამ ადამიანებს და ვხვდები, რაოდენ დიდ არაკომპეტენტურობას ამჟღავნებენ ისინი მართლმსაჯულების საკითხებში. მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ექცევა ამ ექსპერტული მოსაზრებების გავლენის ქვეშ და ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს იუსტიციის საბჭოს დაშლა, მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლება და რაღაც კრიტერიუმების დაწესება წარმოადგენს“, - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics