08:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 16:37:00, 1724 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ ბერაბ მორჩაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა

ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთ მოქწმეზე, მიხეილ კალანდიაზე ზეწოლაში ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს წარდგენილი ბრალი შეეცვალა.

მერაბ მორჩაძის სასამართლო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროცესზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა განიხილეს, რომელიც წარდგენილი ბრალის შეცვლას შეეხებოდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულს პირველი ფორმულირებით ბრალი მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებაში ედებოდა, რაც მოწმის მოსყიდვას გულისხმობს. თუმცა, დღევანდელ პროცესზე ბრალდება შეიცვალა. კერძოდ, მორჩაძეს მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას ედავებიან, რათა ამ მოწმეს გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეეცვალა. 

"ყველა გამოკვლეული მტკიცებულებით და მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ჩვვენ მიგვაჩნია, რომ დასტურდება ბრალდებულის მხრიდან კონკრეტულ მოწმეზე ზემოქმედება, რათა ამ მოწმეს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოძიებისადმი მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა. ამ ნაწილში მოხდა ბრალდების გადაკვალიფიცირება. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მოწმის მოსყიდვის ფაქტს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან მოწმისადმი და მისი ოჯახისადმი გარკვეული თანხის გადაცემას, თუმცა ამავე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თანხის გადაცემის მიზანი არ ყოფილა მოწმის მოსყიდვა", - განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics