08:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 14:24:06, 1613 ნახვა

სამართალი
„ჩემი ბავშვის სისხლია აღმოჩენილი მის ტანსაცმელზე“ - მოკლული 9 წლის გოგოს მშობლები განყოფილებაში მივიდნენ

გორში მოკლული 9 წლის ბავშვის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრები მკვლელობის საქმის მასალებს უნდა გაეცნონ.

როგორც ოჯახის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ოჯახს გამოძიებასთან გარკვეული კითხვები გააჩნია და იმედი აქვთ, რომ ამომწურავ პასუხებს მიიღებენ. მისივე თქმით, მოკლული ბავშვის მამის გამოკითხვაც იგეგმება, რადგან ის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა. 

ამასთან, მოკლული გოგონას მამის მიხეილ ბერიაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ დაკავებულის პირად ნივთებსა და სამოსზე გოგონას სისხლის კვალია აღმოჩენილი.

„პირველად ვარ დაბარებული. ადვოკატმა მითხრა, რომ უნდა მივიდეთ და დაიკითხოო. ერთი ვიცი, რომ ჩემი ბავშვის სისხლია აღმოჩენილი მის ტანსაცმელზე და იმ სახლში, სადაც ის უშუალოდ მუშაობდა“,-აღნიშნა ბერიაშვილმა.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი 24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული იაგო ნებიერიძე დააკავა. დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 109-ე მუხლით მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დამაძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელოას გულისმობს. მოგვიანებით ნებიერიძის ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც დაემატა. აღნიშნული მუხლი ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics