23:59 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 11:21:34, 1298 ნახვა

კომენტარი
ელიზაბედ რუდი - იმედი გვაქვს, ხარვეზები, რომლებიც დაფიქსირდა, არჩევნების მეორე ტურში გამოსწორდება

იმედი გვაქვს, რომ ის ხარვეზები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა, მეორე ტურში გამოსწორდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეორე ტური საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა, რომ თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა წარმოაჩინოს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოლიტიკური ნება. ჩვენი საელჩო იზიარებს იმ საკითხებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით და იმედი გვაქვს, რომ ეს ხარვეზები მეორე ტურში გამოსწორდება. მიგვაჩნია, რომ არჩევნების მეორე ტური საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics