|
2018-11-03 17:28:19, 1554 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ქვეყნის შუაგულში, ადამიანს ეუბნებიან - დასველდი, გაცივდი, მოკვდი, მე ვარ უტიფარი ხელისუფლება
გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ ხელისუფლების მართლაც ზღვარგადასული, მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებლივად გაუმართლებელი ქცევა, როდესაც კოკისპირულ წვიმაში, ისინი მივიდნენ შვილმკვდარ მამებთან და გადაკრული პარკები დაუხიეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლება ვალდებულია, აქციის მონაწილეების მოთხოვნები შეასრულოს და დამნაშავეები დასაჯოს. „მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ უსამართლობის, უტიფრობის, ხალხისთვის ზურგის შექცევის გამო „ქართულ ოცნებას“ უთხრა არა არჩევნების პირველ ტურში, გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ ხელისუფლების მართლაც ზღვარგადასული, მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებლივად გაუმართლებელი ქცევა, როდესაც კოკისპირულ წვიმაში, საღამოს ისინი მივიდნენ შვილმკვდარ მამებთან, ზაზა სარალიძესთან და დაუხიეს გადაკრული პარკები. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება გველაპარაკება, რომ ყველასთან ჩახუტებას აპირებენ თურმე და თურმე ვითომ რაღაც გაიგეს, აგრძელებენ ამ მართლაც ზღვარგადასულ საქციელს ამ სახელმწიფო სისტემის მსხვერპლის მიმართ. მათ გააჩნიათ სამართლებლივი პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ ეს ადამიანები რუსთაველზე საერთოდ აღარ იდგნენ, მათი სამართლიანი მოთხოვნები იყოს ბოლომდე შესრულებული და მკვლელი დასჯილი“, - განაცხადა ხოშტარიამ. მან ყურადღება გაამახვილა ზაზა სარალიძის გუშინდელ განცხადებაზეც, სადაც ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს. „ჩვენვიხილეთ ბატონი ზაზას წერილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ადამიანური, გაოგნებული ენით საუბრობს შეურაცხყოფებზე, რომელიც მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა, როდესაც რაღაც პარტიის კოორდინატორი უწოდა ყველანაირი საფუძვლის გარეშე. მოითხოვა ადამიანმა, მოდი შემხვი და მიპასუხე, ტყუილების გარეშე მიპასუხე, რატომ არ ისჯებიან ჩემი შვილის მკვლელები. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს რამის პასუხი რომ შეძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება ჩვენი ქვეყნის შუაგულში, ადამიანს ეუბნებიან - დასველდი, გაცივდი, მოკვდი, რაც გინდა მოგივიდეს, მე ვარ უტიფარი ხელისუფლება და აი ამ ფონზე საერთოდ რაზე არის ლაპარაკი. მათ ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა, თავგასულობა და ადამიანის უფლებების შელახვა“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. ამასთან, დეპუტატმა მმართველი გუნდისგან ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გათვალისწინება და დამნაშავეების დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა. „კატეგორიულად კიდევ ერთხელ მოვითხოვ, კომისიის დასკვნა გაითვალისწინონ და დაისაჯოს ყველა დამნაშავე და არავინ იფიქროს, რომ ვინმეს გაუვა ამ დაჩაგრულ ადამიანებთან ასეთი საქციელი“, - განაცხადა ხოშტარიამ.
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)