08:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 14:42:38, 1754 ნახვა

სამართალი
გახარია მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე - ეს არის უდიდესი ცვლილება ჩვენს მენტალიტეტში

„ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებები არასრულწლოვნების დაცვის მხრივ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მოხმარების ნაწილი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საქართველოში ძალაში შევა კანონი, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დააწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში.  ამიტომ, მოხმარების ნაწილის რეგულირება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, არის ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი და რაც მთავარია, ეს დაიცავს ახალგაზრდებს, არასრულწლოვნებს და საერთოდ, იქნება უდიდესი ბერკეტი ახალი მომხმარებლების გარშემო. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, ჩვენ, როგორც ინიციატორი მხარე, წრის გაფართოებას არ ვაპირებთ, თუმცა კანონმდებლობა პარლამენტშია და პარლამენტარების თავისი სიტყვა შეუძლიათ, რომ თქვან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics