13:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 14:08:23, 1063 ნახვა

კომენტარი
გახარია ზუგდიდის ყოფილ მერზე - დაბრძანდებოდა ბატონი დაკითხვებზე, შეკრიბეს მტკიცებულებები და დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და მისი მოადგილის,  გია გულორდავას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 მისი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ამ პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როცა საკმარისი მტკიცებულებათა სტანდარტი შეიკრიბა.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეს იძიებს ანტიკორუფციული სააგენტო. მათი საქმე იყო ეს თავიდან ბოლომდე. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები, შექმნეს სტანდარტი და დააკავეს. მტკიცებულებების ნაწილი მანამდეც იყო, ჩვენ ერთად ვნახეთ ეს ტელევიზიებში, როგორ დაბრძანდებოდა ბატონი დაკითხვებზე, გულორდავაც და გოგიაც მათ შორის. იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, სჭირდება მტკიცებულებების სტანდარტი. როგორც ჩანს, მტკიცებულებების სრული სტანდარტი იმისთვის, რომ ყოფილიყო ბრალი წარდგენილი და ეს პიროვნება დაკავებული - არ არსებობდა, როგორც კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ შეკრიბა, ადამიანი დააკავეს“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics