22:57 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 13:41:15, 1118 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ზუგდიდის მერის დაკავება არჩევნებს არ უკავშირდება

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას დაკავება არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ჟურნალისტები დაინტერსდნენ, ხომ არ უკავშირდება ლაშა გოგიას დაკავება, იმას, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. 

"ლაშა გოგია იყო ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი და ასეთი ფუნქცია მას შეუნარჩუნდა. რაც შეეხება დაკავებას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი და ბუნებრივია ეს არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის და ვერც იქნება", - განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics