|
2018-11-02 12:55:56, 1434 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, ქ.თბილისში, გ.ა.-მ ყოფილ მეუღლეს ა.კ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ კი სახის დასერვით დაემუქრა. 2018 წლის 13 ივნისს კი გ.ა.-მ დაზარალებულს წაართვა მობილური ტელეფონი, ძირს დაახეთქა და დააზიანა, რის შედეგადაც ა.კ.-ს 230 ლარის, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა გ.ა 2018 წლის 13 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) (ორი ეპიზოდი), 11'-151-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) (ორი ეპიზოდი) და 11'-187-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)