23:05 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 20:51:26, 1619 ნახვა

სამართალი
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

უფლებადამცველ ვიტალის საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, ბრალი დაუმძიმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს,  საქმე   რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

„მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, 2018 წლის 31 ოქტომბერს მომხდარ  ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე  ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. საქმე   რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 109 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი,   სასჯელის სახით,   13 დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი თბილისში, 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა. იგი, მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics