|
2018-10-30 20:55:24, 1525 ნახვა
კომენტარი
კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - განცხადება გააკეთა მაშინ, როცა საჭირო იყო
„განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც საჭირო იყო“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას - ხომ არ იყო დაგვიანებული მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ, ადამიანები გადაიღალნენ და მათ დასვენება სჭირდებოდათ. „ძალიან რთული იყო პირველი ტური, რამოდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა საარჩევნო კამპანია. ელემენტარულია, რომ ადამიანი გადაიღალა, ხო? უამრავი შრომა იქნა ამ ყველაფერში ჩადებული. ჩვეულებრივად, დღეს გაკეთდა განცხადება და ხვალიდან ვიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეორე ტურში ბრძოლისთვის მზად არის. მისი თქმით, „გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)