23:05 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 18:24:35, 1601 ნახვა

სამართალი
კილაძე - საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია

„საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია“, - ამ სიტყვებით გახსნა სოფო კილაძემ საკომიტეტო მოსმენა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება.

კილაძემ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მხარდაჭერა გააძლიერონ.

„დღევანდელი  საკომიტეტო მოსმენა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათუთს, მოსაფრთხილებელს, ბავშვებს  უკავშირდება.  სამწუხაროდ, ამას სხვაგვარად ხედავს საოკუპაციო რეჟიმი. იქ ბავშვთა უფლებების დარღვევის ისეთი შემთხვევები ხდება, რაც ვერავის დატოვებს გულგრილს. საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია. ქალბატონმა ქეთი ციხელაშვილმა მოგვაწოდა შემაშფოთებელი ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლთა გაზიარება გადავწყვიტეთ ფართო საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. და თუ რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე, პლატფორმაზე ჩვენ გააქტიურება გვჭირდება ამ მიმართულებით,  ერთობლივად, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ, „ბავშვის კოდექსის" პროექტში გვინდა გავითვალისწინოთ გარდამავალი დებულებები ოკუპირებული ტერიტორიებზე კოდექსის ფაქტობრივი გავრცელების შესახებ, იმისათვის, რომ სიკეთეების ნაწილი მაინც გახდეს ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics