07:22 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 18:09:04, 1157 ნახვა

სამართალი
ჯანდაცვის კომიტეტი „მარიხუანის კულტივაციასთან“ დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გამოვიდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე „მარიხუანის კულტივაციასთან" დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გამოვიდა.

პარლამენტის წევრმა, აღნიშნული თხოვნით კომიტეტის თავმჯდომარეს, დღეს გამართულ სხდომაზე მიმართა.

„წინასაარჩევნო პროცესებმა და არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ბევრი დასაფიქრებელი ფაქტორი გამოიკვეთა. აზოგადოებამ ბევრ მოვლენაზე, მათ შორის სხვადასხვა საკითხზე, თავისი აზრი ძალიან მკაფიოდ დაგვიფიქსირა და არის თემები, რომლებიც მათთან ერთად ღრმა განხილვას საჭიროებს. ჩვენ მივიღეთ ეს გზავნილები და ჩვენ ვართ ნამდვილად ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც კარგად ესმის საზოგადოების, ყოველთვის ესმოდა და დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩვენს მოსახლეობასთან არ ვიყოთ ადექვატური და არ გადავდგათ ის ნაბიჯები, რათა შედეგები იყოს ისეთი, როგორიც შეეფერება ქვეყნის ღირსეულ მომავალს.

მარიხუანის კულტივირებასთან დაკავშირებით, რადგან წამყვანი კომიტეტად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  განისაზღვრა,  ბატონო თავმჯდომარე მოგმართავთ თხოვნით, რომ ბიუროზე დააყენოთ საკითხი ამ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საზოგადოებამ თავისი ძალიან მკაფიო გზავნილი გამოგვიგზავნა და ამასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის წევრის ინიციატივას კომიტეტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური დაეთანხმნენ. „ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას  და ვთვლი რომ იგი  საზოგადოების განწყობასთან თანხვედრაშია. არა თუ სასურველია, ვფიქრობ რომ აუცილებელია ეს კანონპროექტი იქნეს გაწვეული", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

„მე როგორც პარლამენტის წევრმა, შემიძლია მხარი დაგიჭიროთ, რათა ბიუროზე ეს საკითხი დავაყენოთ. კომიტეტს ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, რადგან ინიციატორია მთავრობა. ერთიან დისკუსიის შედეგად  გადაწყვეტილება მთავრობის მიერ იქნება მიღებული", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტს „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით,  ტექნიკური ხასიათის ცვლილებები  კომპეტენტური უწყების განსაზღვრას შეეხება. კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე კომპეტენტურ უწყებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განისაზღვრება.

სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტი ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს მოიცავს და იგი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის ნაწილია. ცვლილების თანახმად, კანონპროექტში ნახსენები „სამხედრო ძალები" „თავდაცვის ძალებით" იცვლება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics