|
2018-10-30 13:55:26, 1100 ნახვა
კომენტარი
უგულავა: საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს - საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა ენმ-ც და „ოცნებაც“
„შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით. საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. როგორც უგულვამ აღნიშნა, ქვეყანა უნდა მოამზადონ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის. "ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც „ევროპული საქართველო“ გააკეთებს აქცენტს, ეს არის კონსტიტუციაში ცვლილება, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ეს არის ერთადერთი გარანტია და თავის დაზღვევა იმისგან, რომ არც ერთი მომდევნო მთავრობა არ ჩავარდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ჩავვარდით, თუნდაც 2012 წელს და როგორშიც ჩავარდა „ქართული ოცნება“ 2018 წელს. უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა - საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში პარტიების დაღუპვაზე არ არის საქმე, გვინდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაიხსნას და ქვეყანა განვითარების გზაზე გავიდეს. ამისათვის მთავარი პოლიტიკური წინაპირობაა ის, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)