|
2018-10-30 12:12:57, 1113 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - კანონპროექტის მიზანი მარიხუანის მოხმარების წახალისებისა და გავრცელებისთვის ხელის შეშლაა
დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მარიხუანის მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის, მეორე მოსმენით განხილვაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის შემდეგ მინისტრის ჟურნალისტებთან კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შემუშავების მიზანი მარიხუანის მოხმარების წახალისებისა და გავრცელებისთვის ხელის შეშლაა. „იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებას. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება იკრძალება მთელ რიგ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე, სხვადასხვა ადგილებში და დაწესებულია შესაბამისი სანქციები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ცალკეულ შემთხვევებში და ასევე გათვალისწინებულია მთელი რიგი სამოქალაქო უფლების ჩამორთმევა და ამგვარი უფლებების შეზღუდვა. მიზანი ამ კანონპროექტის გახლავთ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, რომელმაც პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება დაუშვა, ჩვენ დავაწესეთ შესაბამისი რეგულაციები-შეზღუდვები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სკოლებში, არასრულწლოვნების თანდასწრებით ადამიანებმა მარიხუანა არ მოიხმარონ და თუ მოიხმარენ, დაეკისროთ მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს - აქამდე არ ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ისევე როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ იქნება დასჯადი. ცალკეულ შემთხვევებში გავამკაცრეთ პასუხისმგებლობა, მაგალითად, როდესაც 21 წლამდე ასაკის პირებზე ვსაუბრობთ და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე. ცალკეულ შემთხვევებში რეგულაციები საერთოდ არ არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში დაუშვა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვისთვის, მარიხუანის მოხმარების წახალისებისთვის და გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეგვემუშავებინა ეს კანონპროექტი. კულტივაციას რაც შეეხება, ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: ამ ეტაპზე, როგორც იცით, ეს კანონპროექტი არ განიხილება. თუ დაიწყებს პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას, ჩვენ ბუნებრივია" ამ პროცესებში ჩავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)