|
2018-10-30 11:02:34, 1048 ნახვა
სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სუს-ის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლო საქმის განხილვას იწყებს
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, რომელშიც ისინი მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პრობლემაზე დაობენ. სხდომაზე 15:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლოს წინაშე მოსარჩელეების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს. „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა. თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა და ბრალდებულის სტატუსის მინიჭება არ განხორციელებულა. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი შესაძლებლობის დაშვების გარეშე თემირლა მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე მითითება, არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და საზოგადოების თვალში მისი დამნაშავედ წარმოჩენას და დეჰუმანიზებას ისახავდა მიზნად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს პრეცედენტული სამართალი ამ კუთხით ერთგვაროვანია და იმპერატიულად ადგენს სასამართლოსა, თუ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებაზე დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს ორგანოთა ვალდებულებას არ გამოიყენონ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვები და არც სხვა სიტყვებით გამოხატონ წინასწარი აზრი პირის ბრალეულობასთან დაკავშრებით, ვიდრე არ დამტკიცდება პირის დამნაშავეობა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ფაქტების სახით იქნეს მიწოდებული და მას არ ჰქონდეს დეკლარაციული, მტკიცებითი ხასიათი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. სასამართლო დავის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მიზნად ისახავენ: გარდაცვლილი შვილის ღირსების დაცვას, საზოგადოებაში მისი სახელის რეაბილიტაციას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გაკეთებული განცხადებების შედეგად მინიჭებული სტიგმის მოშორებას და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტის აღიარებას; სუს-ის მხრიდან მათი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის აღიარების შედეგად დაიცვან საკუთარი ოჯახის ღირსება, რამდენადაც, სუს-ის მიერ მათი შვილისათვის ტერორიზმის მხარდამჭერის სტატუსის მინიჭების შემდგომ ისინი ასევე იღებენ ნეგატიურ შეფასებებს და წინასწარ განწყობებს საზოგადოების მხრიდან“, - ნათქვამია EMC-ს განცხადებაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)