|
2018-10-29 15:27:39, 1107 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: ნაცებო! რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ
„ნაცებო! რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ, სამაგალითოდ და სამუდამოდ დაგამარცხებთ მეორე ტურში!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აცხადებს, დღეიდან „ქართული ოცნება“ იწყებს აქტიურ მუშაობას, რომ მხარდამჭერების ნდობა გაამართლოს. „მეგობრებო, ჩვენი გუნდის გულითადო მხარდამჭერებო, დიდი მადლობა ყველას ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის! ჩვენი საზოგადოებისგან მიღებული გზავნილი მიღებულია, რომ საჭიროა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები და თქვენი უფრო მეტად თანადგომა! მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და თავისუფალ გარემოში და 2012 წლიდან წარსულს ჩაბარდა არჩევნების გაყალბება! დღეიდანვე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნდობა გავამართლოთ და არასდროს არ დავუთმოთ ეს ქვეყანა ნაცებს-ძალადობას-ბოღმას-ტყუილს-სიბინძურეს!“, - წერს ანრი ოხანაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)