|
2018-10-29 00:21:08, 1835 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: გამოიკვეთა და ცხადია, რომ არჩევნების მეორე ტური შედგება
1000 უბნის მონაცემის მიხედვით, რომლებიც ჩვენმა წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს, გამოიკვეთა და ცხადია, რომ არჩევნების მეორე ტური შედგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, მეორე ტურში გაიმარჯვებს. „იმ 1000 უბნიდან გამომდინარე, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენს წინაშე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. მე მოვუწოდებ ყველას, რომ განაგრძონ ხმის დათვლის პროცესი და დაიცვან სათანადო პროცედურები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის ისე დასრულება, როგორც წარიმართა აქამდე. ეს არის ნორმალური მოვლენა. ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაშიც ეს დაახლოებით ასე იყო, თუმცა დაგვაკლდა ცოტა, იმისათვის, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა. დღევანდელი სურათი არის ასეთი, რომ საჭიროა მეორე ტური, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შესაძლებელი და ჩვენ ვართ დარწმუნებული მეორე ტურში გამარჯვებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)