11:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 17:24:33, 1737 ნახვა

კომენტარი
მელია: მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს არ გიშველით

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენ დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი უპირობოდ მარცხდება.

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო რეჯიმზე გადადის, რათა ამომრჩევლების ხმები დაიცვას.

„წინასწარი მონაცემებით უპირობოდ მარცხდება ხელისუფლების კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. საქართველოს ისტორიაში ტარდება არჩევნები, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბება, ამ მასშტაბის მანიპულაციები, საარჩევნო უბნებში არ ყოფილა არასდროს გამომჟღავნებული აუდიო და ფოტო მტკიცებულებების სახით. საზოგადოება, მთელი ქვეყანა, მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებს, თუ როგორ ატრიალებენ კარუსელს, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები, განსაკუთრებით საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე და მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებამ ამოწურა ძალდატანებით უბნებზე მისაყვანი ხალხის რესურსი. ახლა დარჩა მთავარი 5 საათიდან 8 საათამდე უნდა დავიცვათ, თითოეული ქართველის ხმები ყველ საარჩევნი უბანზე, გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენ დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ მათ პასუხისგება. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს თქვენ არ გიშველით, იმიტომ რომ კალენდარში დღეს არის 2018 წელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics