|
2018-10-28 17:10:08, 1552 ნახვა
კომენტარი
უგულავა: ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის ე.წ. კარუსელის გამეორება სურს
„ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის ე.წ. კარუსელის გამეორება სურს და ამის უკვე რამდენიმე მაგალითია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა. გიგი უგულავას თქმით, ე.წ. კარუსელი კონკრეტული ფაქტი მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. „არის დადასტურებული კარუსელი, რომელიც მარნეულის 29-ე უბანზე სოფელ სადახლოში მოხდა. მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას. სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანა და ასე დაეტრიალებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა, აღკვეთა, შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, რის შედეგადაც ეს ბიულეტენი დახია და დახეული ბიულეტენი იქვე ყრია. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა და განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. როგორც ჩანს ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის კარუსელის გამეორება სურს და ამის უკვე რამდენიმე მაგალითია“, - განაცხადა უგულავამ. გარდა ამისა, გიგი უგულავას თქმით, დარღვევები საბერძნეთში, სალონიკში გახსნილ უბნებზეც დაფიქსირდა. „მეორე სრულიად აღმაშფოთებელი ამბავი არის საბერძნეთის ნომერ 37-ე უბანზე. ეს უბანი არის სალონიკში. იქ სამი უბანია გახსნილი და კომისიის თავმჯდომარე ქეთევან გონგაძემ საერთოდ ჯეკპოტი მოხსნა. ადგა და სადემონსტრაციო ოქმში გადახაზა დავით ბაქრაძე და გამოაცხადა, რომ ბაქრაძე აღარ იყრის კენჭსო. წარმომადგენელმა რომ გააპროტესტა, ეს სადემონსტრაციო ოქმი საერთოდ მოხსნა და ნაგვის ყუთში გადაისროლა. ესეც არ არის გასაკვირი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ დიასპორაში დავით ბაქრაძის პოზიციები საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად, როგორც ჩანს, ამის გასანეიტრალებლად ასეთ სიბინძურეზე, პირდაპირ ტყუილზე მიდიან, თითქოს ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს უსწრაფესი რეაგირებისკენ“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)