|
2018-10-28 16:12:39, 1772 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - არჩევნებში ფანტასტიკური შედეგით ვიმარჯვებთ
ჩვენ ამ არჩევნებში ფანტასტიკური შედეგით ვიმარჯვებთ, - ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „არჩვეულებრივი მხარდაჭერა და განწყობა აქვს ყველა ჩვენ მოქალაქეს, სადაც არ უნდა შევხვდეთ მათ. სულ უფრო და უფრო უმტკიცდება საქართველოს მოქალაქეს იმის განცდა, რომ ჩვენი სამშობლო დიდი ხანია ასე ახლოს არ ყოფილა პოზიტიურ ცვლილებებთან. ამიტომ თხოვნით მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მიბრძანდით 8 საათამდე, მიეცით ხმა, მოიხადეთ თქვენი კონსტიტუციური ვალი და რაც მთავარია გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გამარჯვებას კარგად გრძნობს ქურდული ოცნება და ე.წ ხელისუფლებაც. ასობით შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული გაყალბების მცდელობისა. ასობით შემთხვევაა დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვისა, ეს სიები, ნივთიერი მტკიცებულებები ყველაფერი ატვირთული არის ჩვენს საიტზე, გადაცემული არის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის და ყველას ვისაც აინტერესებს თავისი სამშობლოს ბედი, ყველას შეუძლია ნახოს. უპირველეს ყოვლისა, მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, ამ 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. იმიტომ, რომ 50 ლარის დახარჯვის შემდეგ გაიღვიძებთ ზუსტად ისევ ისეთ ამაზრზენ რეალობაში, რომელშიც ჩვენ 6 წელიწადი ვცხოვრობდით. მინდა მივმართო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს - მეგობრებო, თქვენზე გადის ჩვენი სამშობლოს დაცვის ხაზი ამ წუთს. ნუ შეუწყობთ ხელს ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და გამარჯვება მოიპაროს, გვერდში დაგიდგებით, ჩენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ტრანსფარენტულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)