|
2018-10-28 13:16:22, 1625 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: ამომრჩევლები მიდიან დიდუბის მე-12 უბანზე, აძლევენ ხმას, იცვლიან ტანსაცმელს და შედიან მე-13 უბანზე
"დიდუბის 28-ე უბანზე ჩაბარებული 1450 ბიულეტინიდან, სადემონსტრაციო ოლქზე დაწერეს 1400, 50 ბიულეტინის გაყალბება უნდოდათ ", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფნგზე განაცხადა. ვაშაძემ კონკრეტული ფაქტებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები ხმას რამდენიმე უბანზე აძლევენ. "დიდუბის 12-13 უბნებზე, რომელიც არის ერთ შენობაში განლაგებული მანქანა დგას, ჯიპით გადაადგილდებიან. ამომრჩევლები ჯერ მიდიან მე-12 უბანზე, აძლევენ ხმას და შემდეგ იგივე ადამიანები, იცვლიან ტანსაცმელს და შედიან მე-13 უბანზე. ისინი გადაადგილდებიან შავი ჯიპით, სახელმწიფო ნომრით ZA 001 UN", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მან ასევე გორში დაფიქსირებულო დარღვევაზე ისაუბრა: "გორის პირველ უბანზე გაცემულ ბიულეტინზე ხელმოწერები დაფიქსირდა მეტობით. ჩვენი ინფორმაციით ხელმოწერებს აკეთებენ წინასწარ, დარღვევებია სამგორის 26-ე უბანშიც", - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)