|
2018-10-28 09:17:39, 1755 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე
"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაის განცხადებით, მეორე ტურის გამართვის ალბათობა მაღალია. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები და საიმედო ხვალინდელი დღე. „საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე და რაც მთავარია, სჭირდება რომ მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობიან, უკეთეს, საიმედო და ევროპულ ხვალინდელ დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვინდა საქართველოში. მეორე ტური, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და უფრო მეტსაც ვიტყვი, მაღალი ალბათობა არსებობს მეორე ტურის და დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის, იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ბაქრაძის თქმით, საქართველოს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი სჭირდება და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მათ ახალ კონტიტუციას ხმა არ მისცეს. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მოსახლეობასთან, რომელიც გაითვალისწინებს იმ განწყობას და მოლოდინს, რაც მოსახლეობას აქვს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების მხრიდან პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას ვაფასებ უარყოფითად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. დავით ბაქრაძემ ხმა პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე N 27 საარჩევნო უბანზე მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)