05:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 20:41:22, 2715 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი - კვირას შსს სრულად იქნება მობილიზებული, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, 28 ოქტომბერს შსს სრულად იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას.

„ჩვენ დღეს კომისიაზე ფაქტობრივად წარმოვადგინეთ შემაჯამებელი შედეგები გამოძიების, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებდა. მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლეს საქმეებზე უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია. ზოგადად არჩევნების კონტექსტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა რაოდენობა არ იყო ბევრი. სულ 6-7 ფაქტი იყო რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებას ეხებოდა. 15 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისე უმრავლესობის პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესების მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი დაეცვა და თითოეული საქმის გამოძიების დროს, ამ პრინციპით ემოქმედა. ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება უკვე არჩევნების დღეს, კვირას, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული იმისთვის რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას იმისთვის, რომ არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარება იქნეს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics