05:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 19:27:09, 3197 ნახვა

სამართალი
9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

გორში 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიიარებს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მაია გრიგოლაშვილმა განაცხადა.

როგორც გრიგოლაშვილმა აღნიშნა, დაკავებული დუმილი უფლებას იყენებს. 

„შევხვდი ბრალდებულს. ამ ეტაპზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ. საქმის დეტალებზე ბრალდებულს ჩემთან არ უსაუბრია და მეტ დეტალს ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics