05:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 17:08:21, 2306 ნახვა

სამართალი
უზენაესმა სასამართლომ, პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშავედ ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლ.კ.-ს შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაში მისულ  ადვოკატ  გ.მ.-სთან, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს დ.ბ-ს  იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დუმილის უფლების არჩევა ურჩია. კამათის დროს ლ.კ.-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ.მ-ს  ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

„როგორც თბილისის საქალაქო, ისე თბილისის სააპელაციო  სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ლ.კ. დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით და  სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ბრალდების მხარემ  საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლ.კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი   სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაადგინა  და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე 1 წლით  ჩამოართვა საქმიანობის უფლება. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლ.კ. სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს“, -  ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics