2018-10-26 12:13:45, 2548 ნახვა
სამართალი
ხმაური პარლამენტთან - ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა [ვიდეო]
პარლამენტის შენობასთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თვეზე მეტია აქციას მართავს, დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ სარალიძე ადგილზე კვლავ კარვის გაშლას ცდილობდა, რის საშუალებასაც მას პოლიცია არ აძლევს. აღნიშნულმა სარალიძის გაღიზიანება გამოიწვია. მან პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც დააკავეს.
სავარაუდოდ, მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.
„ექსპრესნიუსი“ დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ავტორი: ,