22:22 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 23:10:05, 2958 ნახვა

სამართალი
ადგილზე შეკრებილი, მოკლული ბავშვის ახლობლები ვერსიებზე საუბრობენ

გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს, მეზობლები და ოჯახის ნათესავები არიან შეკრებილები.

ცოტახნის წინ გარდაცვლილი ბავშვის ნათესავებს, სამართადამცველებთან სიტყვიარი დაპირისპირება მოუვიდათ. ნათესავები ცხედართან მისვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ პლიციამ არ მისცა.

ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. 

ადგილზე შეკრებილი ხალხი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მათ შორის იმაზე რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. მეორე ვერსიით, შესაძლოა მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა და შემდეგ ცხედარი ამ ადგილას, მდინარის სიახლოვეს მიიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics