04:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 16:43:50, 1848 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეში შესაძლოა, აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში შესაძლოა, აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული, -ამის შესახებ ინფორმაცია საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაადასტურა.

 მისივე განმარტებით, მონაწილე კრიმინალური დაჯგუფების წევრთა ნაწილი, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყოს გადასული.

 ამასთან, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს და შეისწავლის.

 „საქმეზე გამოძიება გრძელდება, მე სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში  განვაცხადე და ბუნებრივია, ტელე-ეთერშიც ამას გეტყვით, კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი და კონკრეტულ გადაწყვეტილების მისაღებად მოტივზე, ჩვენი მხრიდან ვერ გაგესაუბრებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მათმა ნაწილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შესაძლებელია მოახდინა, იმ ეტაპამდე, ვიდრე საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცებაში 5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მანამდე კი, სამართალდამცავებმა თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 10 პირი დააკავეს. ათიდან 3 დაკავებული, მათ შორის, ერთი ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს. ამ დრომდე უცნობია, წარუდგინეს თუ არა კიდევ ორ პირს ბრალი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics