03:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 15:42:52, 1547 ნახვა

სამართალი
გახარია: მირზა სუბელიანი არის პატიმარი და იჯდება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენსაც სასამართლო გადაწყვეტს

„ასე გვეძახდნენ ზუსტად, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით და ის დღეს არის პატიმარი. რამდენსაც გადაწყვეტს ქართული სასამართლო იჯდება ზუსტად იმდენ ხანს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მირზა სუბელიანის დაკითხვის საფუძველი გახდა ჩვენება, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულებმა, ბოლო სასამართლო პროცესზე მისცეს.

„დღეს მე არა მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი დეტალებში ვისაუბრო ამ საქმეზე, რადგან ვართ არჩევნების პროცესში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. გარწმუნებთ რომ ყველა ამ შეკითხვაზე იქნება მიცემული როგორც სამართლებრივი პასუხი, ისე პოლიტიკური პასუხი მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანასთან ერთად ჩაატარებს მშვიდ უსაფრთხო გარემოში არჩევნებს და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა საქმე, რომელიც დღეს სხვადასხვა ტელევიზიების განხილვის საგანია და სხვადასხვა ინტონაციებით და რეგისტრებით განიხილება სწორედ არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარეობს.

„ეს შედის იმ პოლიტიკური კონკიუნქტურის ინტერესებში, რომელმაც უნდა რომ დაძაბულობით და ტემპერატურის გაზრდის შედეგად მიაღწიოს არჩევნებში რაღაც შედეგებს“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics